ENG
23 დეკემბერი, 2020

ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს | ქეშბექისა და ვიზას ერთობლივი საახალწლო აქცია იწყება

ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს |  ქეშბექისა და ვიზას ერთობლივი საახალწლო აქცია იწყება

 

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა "ქეშბექი" საახალწლო აქციას 25 დეკემბრიდან იწყებს. აქციის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს „ქეშბექი“-ს ოთხ პარტნიორ კომპანიაში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი - გადახდილი თანხის 40% მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე.

აქციაში ჩართულია პეპელას, მინისოს, ბიბლუსისა და სმაგლერსის ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
აქციის თარიღებია:

  • 25 დეკემბერი - პეპელა
  • 26 დეკემბერი - მინისო
  • 27 დეკემბერი - ბიბლუსი
  • 28 დეკემბერი - სმაგლერსი

აქციით  სარგებლობისთვის საჭიროა "Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

„უკვე ტრადიციულად, „ქეშბექი“ მეგობარ ობიექტებსა და ვიზასთან ერთად ყველაზე მაღალ ქეშბექს უბრუნებს მომხმარებელს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაახალწლო სამზადისი შევუმსუბუქოთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს.  იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი შეძლებს ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ესტუმრება ჩვენს მეგობარ ობიექტებს.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

აქციის შესახებ ინფორმაციას თვალი ადევნეთ ქეშბექის ფეისბუქ გვერდზე.

ქეშბექით სარგებლობისთვის:

გადმოწერეთ აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, ქეშბექის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ქეშბექის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და მომდევნო  720 საათის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.